მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

1 ნოემბერი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა - რა უნდა გავითვალისწინოთ

news image

1 ნოემბრამდე ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც აქვთ ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გააჩნია ფიზიკურ პირს, თუ მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და მისი/მისი ოჯახის დეკლარაციის წარდგენის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. 

გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო მიზნებისათვის ოჯახის წევრად მიიჩნევა მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი/გერი, ასევე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი/გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი თავად განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ოჯახის წევრებიდან იმ პირთა წრეს, რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მსუბუქი ავტომობილი, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები, არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განსხვავდება მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. კერძოდ, 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში განაკვეთი მერყეობს 0.05%-დან 0.2%-მდე, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში - 0.8%-დან 1%-მდე.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნეს მრჩეველი
image არაკეთილსინდისიერი კონკურენცია - რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა?

17.02.2026.13:12

ბიზნესი ხშირად აწყდება კონკურენტი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რაც მნიშვნელოვან რისკებს ქმნის, როგორც მომხმარებლისთვის ასევე თავად კომპანიისთის ბაზარზე ნორმალური ოპერირებისთვის.  იმაზე, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს მსგავს ქმედებად კანონისა და სააგენტოს პრაქტიკის მიხედვით, საუბრობს იურიდიული ფირმა ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი - ვახტანგ შურღაია. 

კანონის მიხედვით, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია შესაძლოა გამოიხატოს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტის/მომხმარებლის ინტერესებს. მაგალითად:

  • საქონლის ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის;
  • კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (არასწორი წარმოდგენის შექმნა), უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;
  • კონკურენტის/მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება და ა.შ.

აკრძალვა ემსახურება როგორც კონკურენტების, ისე - მომხმარებლების ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ კანონიერი გზით. 

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ კონკურენციის სამართალი არ ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტების გარეგნული იერსახის (საქონლის ფორმის ან შეფუთვის) შედარების კრიტერიუმებს. მაგალითისათვის, „წერეთელის მექსიკურის“ საქმეში სააგენტომ გამოიყენა საავტორო სამართლის ნორმები და სასაქონლო ნიშნების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ ობიექტის დიზაინში ფერების განსხვავება მომხმარებლისთვის საკმარის განმასხვავებელ ნიშანს არ წარმოადგენს, ამდენად, სახეზე იყო კონკურენციის ნორმების დარღვევა.

სხვა შემთხვევაში სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევად მიიჩნია კონკურენტი ეკონომიკური აგენტის შესახებ სოციალურ ქსელში „უკანონო საქმიანობის გაწევის“ ფაქტის მტკიცება. სააგენტომ განმარტა, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის აღნიშნული ჩანაწერი აღქმული იქნება იმგვარად, რომ თითქოს კომპანია საქმიანობს უკანონოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება და უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობის უკანონოდ მიჩნევის შესახებ.

სააგენტო არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს, რომ კონკურენტის მიმართ გამოხატული კეთილსინდისიერი სამეწარმეო ქცევა ასევე გულისხმობს ისეთი მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, რომელიც აზიანებს მის ინტერესებს. ვინაიდან კონკურენტი ეკონომიკური აგენტების პოტენციური მომხმარებლები წარმოადგენენ ერთსა და იმავე სუბიექტებს, მსგავსი ქმედება ლახავს მომხმარებლის ინტერესებსაც მათთვის კომპანიაზე არასწორი შეხედულების შექმნის გზით. 

ამდენად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკები არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო დავით. იგი შეიძლება დასრულდეს კონკურენციის სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ჯარიმის დაკისრებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ბიზნეს-სუბიექტებმა უზრუნველყონ სამართლიანი კონკურენცია და გაითვალისწინონ სააგენტოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა