ჯანდაცვის ხარისხის მუდმივი გაძლიერების მიზნით, კავკასიის მედიცინის ცენტრში ტრენინგების მორიგი ციკლი დაიწყო. სხვადასხვა სახის სწავლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომელიც წამყვან კლინიკებში უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში პერმანენტულად ხორციელდება და ითვალისწინებს პერსონალის გადამზადებას მუდმივად განახლებადი, უახლესი საერთაშორისოგაიდლაინებით.
ტრენინგების ციკლი ამჯერად სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს აერთიანებს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ჰოსპიტალური მომსახურება, სამედიცინო ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პაციენტის უსაფრთხოება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, ცენტრალური ფარმაცია, საექთნო შეფასება, კარდიოვასკულური დახმარება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა. ექიმებისა და ექთნების გარდა, გადამზადების კურსს გაივლის ადმინისტრაციული პერსონალიც, რომელიც ჯანდაცვის სერვისების ხარისხიანი მიწოდების კუთხით დასავლურ სტანდარტებს დანერგავს.
ტრენინგებში, რომელიც 2023 წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი სრულად ერთვება.
უახლესი